დუბაიში ყინულის კაფე გახსნეს

დუბაიში ყინულის კაფე გახსნეს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქ დუბაიში, სადაც ტემპერატურა ხშირად აღწევს 40 გრადუსს, იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ადგილს, სადაც ცივა. თუმცა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შეუძლებელი არაფერია. ამ ქალაქში ყინულის კაფე Chillout Ice Cafe გაიხსნა.

კაფეში ტემპერატურა -6°С-ია და აქ ყველაფერი ყინულისგანაა შექმნილი. მათ შორის სკამები, მაგიდები, ჭურჭელი, ფარდები, ჭაღები და სკულპტურები. ამასთან, ყველაფერი განათებულია სპეციალური შუქდიოდური ნათურებით, რომლებიც სითბოს არ გამოსცემენ. 

კაფეში ყავის დასალევად შესულებს არ გემუქრებათ საჯდომის ან სხეულის სხვა ნაწილის გაყინვა, ვინაიდან სკამები სპეციალური ზედაპირითაა დაფარული. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს