გოგი გვახარია - "უფასო განათლება რომ იყოს ყველაფრის წამალი, ვიცხოვრებდით უკვე სამოთხეში"

გოგი გვახარია - "უფასო განათლება რომ იყოს ყველაფრის წამალი, ვიცხოვრებდით უკვე სამოთხეში"

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი ფაშიზმისგან თავის დასაღწევად.

"მართლაც ასეა - მხოლოდ "გაუნათლებლობით" ფაშიზმის ახსნა ისეთივე შეზღუდულობაა, როგორც იმის მტკიცება, რომ "ადამიანი არსებითად მოძალადეა"

რეცეპტებზე რომ იყოს აგებული ჩვენი ცხოვრება და უფასო განათლება რომ იყოს ყველაფრის წამალი, კი ვიცხოვრებდით უკვე სამოთხეში:(...

...როგორ ემორჩილებიან "მართლმადიდებელ მშობლებზე" ფინანსურად დამოკიდებული ქართველი ყმაწვილები ამავე მშობლების მანიპულაციას და როგორ ცდილობენ გაამართლონ მონობა ყურმოკრული თეორიებით. ვფიქრობ, განსახილველი საკითხია. უფრო მეტიც, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

არავის სიამოვნებს ამაზე მსჯელობა და ამტკიცებს: "მე ასეთი არა ვარ"

ამ "მართლმადიდებელ მშობელთა" უმრავლესობა კი ყოფილი პარტიულია, რომელმაც ჩაანაცვლა პარტია რელიგიით, ან შეშინებული, არაერთხელ "სტრესგანცდილი"... ანდა, ღმერთთან "ქურდულ დისკურსში" მყოფი...", - წერს გვახარია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს