PSY-ს ორეული კანის კინოფესტივალზე თავს მუსიკოსად ასაღებდა

PSY-ს ორეული კანის კინოფესტივალზე თავს მუსიკოსად ასაღებდა

საფრანგეთის მოქალაქე კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე ორი დღის განმავლობაში თავს სამხრეთკორეელ რეპერ PSY-დ ასაღებდა. სიცრუე 23 მაისს გამომჟღავნდა.

მამაკაცი, რომელიც PSY-ის ასახიერებდა, წვეულებებზე ერთობოდა და ცნობილ ადამიანებთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა. სავარაუდოდ, PSY-ის ორეული 34 წლის დენი კარია, რომელიც ცენტრალური საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში ცხოვრობს.

ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ კარი პირველად PSY-ში 2012 შემოდგომაზე აერიათ, როდესაც მეგობარ გოგონასთან ერთად დუბლინში ისვენებდა. ირლანდიურ პაბში მას Gangnam Style-ის თაყვანისმცემლები მისცვივდნენ, მათგან თავის დაღწევა ფრანგმა მხოლოდ დაწესებულების დაცვის დახმარებით მოახერხა.

მომღერლის წარმომადგენლებს სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თავად PSY მომხდარს მშვიდად შეხვდა. საკუთარ twitter-ში დაწერა : "როგორც ჩანს, კანში ვიღაც სხვაა. ჩემგან მოკითხვა გადაეცით".

გამოაგდეს თუ არა ფესტივალიდან ორგანიზატორებმა ცრუ PSY, უცნობია.

კანის კინოფესტივალი 15 მაისს გაიხსნა და 26 მაისს დასრულდება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს