ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა Instagram-ში საკუთარ ორეულთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე მათთან ერთად ჩეჩნეთის სტუმრები პაველ ასტახოვი, ჰოლივუდის მსახიობი ლიზ ჰარლი და ჟერარ დეპარდიე არიან გამოსახულნი.
"ისეთი მოსახერხებელია, როდესაც ორეული გყავს :))), ვიდრე ერთი საბავშვო ბაღს ხსნის და ასტახოვთან შეხვედრას მართავს, მეორე ამ დროს ჟერარ დეპარდიეს და ლიზ ჰარლის ხვდება. გამოიცანით, ვინ არის ჩვენს შორის ნამდვილი. ჩვენი სტუმრები ძალიან გაკვირვებულნი დარჩნენ და ვერ გაგვარჩიეს, რომელი ვიყავით ნამდვილი", - დაწერა კადიროვმა ბლოგზე.
მოგვიანებით ჩეჩნეთის ლიდერმა "კომსომოლსკაია პრავდას" განუცხადა, რომ Instagram-ში დამონტაჟებული ფოტოები გავრცელდა.
"არსებობს ასეთი პროგრამა, რომელშიც მსგავსი რამის გაკეთებაა შესაძლებელი - ორეულების, სამეულების... უბრალოდ გავიხუმრეთ. ამბობენ, რომ ორეული გყავთ, - ასეთ შეკითხვას ხშირად მისვამენ ჟურნალისტები. ამიტომ გადავწყვიტე, მეხალისა და მათ გავთამაშებოდი. ისინიც მოწყენილები არიან და გავართე", - აღნიშნა კადიროვმა.


მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.