მარსზე ჰიტლერის დროინდელი ჯარისკაცის ჩაფხუტი აღმოაჩინეს

მარსზე ჰიტლერის დროინდელი ჯარისკაცის ჩაფხუტი აღმოაჩინეს

ფოტოები, რომლებსაც ცნობილი მარსმავალი Curiosity იღებს, NASA-ს საიტზე ქვეყნდება. ამით აქტიურად სარგებლობენ "შეთქმულების თეორიის" მხარდამჭერები. Curiosity-ის მორიგ აღმოჩენად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანელი ჯარისკაცის ჩაფხუტი იქცა.

მაშინ, როდესაც ენთუზიასტები ვერსიებს განიხილავენ, თუ როგორ შეიძლებოდა ჩაფხუტი წითელ პლანეტაზე აღმოჩენილიყო და ამერიკელებს "მარსიანული" ფოტოების გაყალბებაში ადანაშულებენ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ სინათლის თამაშია, რაც ჩვეულებრივ ქვას სხვადასხვა ფორმას სძენს.

ასეთი აღმოჩენები "შეთქმულების თეორიის" მოყვარულებს ადრეც გაუკეთებიათ. შარშან მათ მარსზე ჩექმა და გველი იპოვეს.

მომზადებულია techno.bigmir.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს