ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახური წყევლა

ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახური წყევლა

არსებობს ოჯახები, რომლებშიც ერთი უბედურება მეორეს ცვლის და ამას დასასრული არ უჩანს. ხშირად ასეთ კლანებზე ამბობენ, რომ ისინი დაწყევლეს... ამჯერად ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახების საბედისწერო ამბებს მოგითხრობთ.

ბრანდოების კლანი

წყევლა: უბედურება

ვინ დაწყევლა: უცნობია

მიზეზი: ალკოჰოლი

"მე ირლანდიელი ალკოჰოლიკების გვარს მივეკუთვნები. მამაჩემის სისხლი ალკოჰოლის, ტესტოსტერონისა და ადრენალინისგან შედგებოდა. ვგიჟდებოდი დედაჩემზე. მან ჩვენს გაზრდას ლოთობა ამჯობინა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გენიალურმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ. ალკოჰოლი - ბრანდოს გვარის საოჯახო წყევლა იყო: მარლონის დედა ლოთობით მოკვდა, მისმა პირველმა ცოლმა, ნარკომანმა ანა კაფშიმ, ვაჟ კრისტიანს თავისი ცუდი ზნე მემკვიდრეობით გადასცა.

ბრანდო ხელთათმანივით იც­ვლიდა ქალებს, უპირატესობას შავკანიანებს ანიჭებდა. 1963 წელს მსახიობმა პოლინეზიაში 20 მილიონ დოლარად კუნძული ტერიაროა იყიდა, სახლი ააშენა და ჰარემი მოაწყო - უამრავი მოსამსახურე-საყვარელი შეასახლა. საყვარლები მისგან გამუდმებით აჩენდნენ ბავშვებს: ოფიციალურად ბრანდომ რვა შვილი აღიარა, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო.

ამბობდნენ, რომ მარლონის ერთ-ერთი საყვარელი მისივე ქალიშვილი იყო, რომელიც მესამე ცოლმა გაუჩინა - მზეთუნახავი ტარიტუ შეენი. ამასთან, ჭორაობდნენ, რომ მარლონი მისი ბავშვის მამაც იყო.

1990 წელს გოგონამ ნარკოტიკების ძლიერი დოზა მიიღო, საჭეს მიუჯდა, საშინელ ავარიაში მოყვა და სახე დაისახიჩრა. ბრანდოს არ დაუნანია ფული მისი პლასტიკური ოპერაციებისთვის.

1990 წელს შეენი საქმროსთან, გავლენიანი ტაიტელი ბიზნესმენის ვაჟ დაგ დროლესთან ერთად ლოს-ანჯელესში მორიგ ოპერაციაზე ჩავიდა. სწორედ მაშინ ბრანდოს ლოს-ანჯელესის სახლში უბედურება მოხდა: მსახიობის უფროსმა ვაჟმა კრისტიანმა დის მიჯნურს ზურგში ორი ტყვია ესროლა. მკვლელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მან ციხეში მხოლოდ 6 წელი გაატარა. შეენმა სასამართლოს მისცა ჩვენება და დაგის სიკვდილში მამა დაადანაშაულა. თქვა, რომ მარლონმა გააქეზა შვილი მის მოსაკლავად.

გოგონას ჩვენება სიმართლედ არ ჩათვალეს, შეენი გიჟად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ხუთი წლის შემდეგ შეენმა აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "მინდა დაგს შევუერთდე!".

ქალიშვილის თვითმკვლელობის ამბავმა ბრანდოზე გამანადგურებლად იმოქმედა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვე არავის ელაპარაკებოდა. შეენის სიკვდილის შემდეგ მსახიობმა კიდევ ცხრა წელი იცოცხლა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძლიერ ავადმყოფობდა: გასუქდა, დაემართა შაქრიანი დიაბეტი და მხედველობისა და ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.

ჰემინგუეების კლანი

წყევლა: თვითმკვლელობა

ვინ დაწყევლა: უცნობმა

მიზეზი: დეპრესია

უცნობია, როდის და რატომ დაიწყო ჰემინგუეების გვარის წყევლა, მაგრამ ყველაზე თავგამოდებული სკეპტიკოსიც კი ვერ იტყვის, რომ უჩვეულო არაფერი მომხდარა. ამ კეთილშობილური გვარის ყველა წარმომადგენელი დეპრესიითა და თვითმკვლელობის სურვილით იტანჯებოდა. გამოჩენილი მწერლის მამამ, დოქტორ კლარენს ედმონტ ჰემინგუეიმ, თავი 1928 წელს მოიკლა - დიაბეტის ფონზე განგრენა დაეწყო.

თავად რომან "რატომ რეკენ ზარების" ავტორმა, ნობელიანტმა, რომელმაც დიდება და უამრავი ქონება მოიხვეჭა, ვერ შეძლო დეპრესიასთან გამკლავება. 1961 წელს 62 წლის ასაკში შუბლში ტყვია დაიხალა. მისმა დამ ურსულამ და ძმამ ლესტერმა იგივე მოიმოქმედეს: კიბოთი დაავადებულმა ურსულამ წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო, ლესტერმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ დიაბეტის ფონზე განგრენა განუვითარდა და ფეხი მოჰკვეთეს.

ერნესტ ჰემინგუეის სამივე ვაჟს ფსიქიკური აშლილობის პრობლემა ჰქონდა. ყველაზე უმცროსი გრეგორი, რომელიც სქესის შეცვლის შემდეგ გლორია გახდა, ნარკომანი იყო, 69 წლის ასაკში უხამსი საქციელისთვის დააპატიმრეს და ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჰემინგუეის ერთ-ერთი შვილიშვილი, ჯოანი, ალკოჰოლიზმისგან მოკვდა, მეორემ - მარგომ, ცნობილმა მოდელმა და უნიჭო მსახიობმა, ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო. მარგოს სიკვდილმა ისე იმოქმედა მის დაზე, 22 წლის ნიჭიერ მსახიობ მერიელზე, რომელიც "ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული, რომ მუშაობა ვეღარ შეძლო და ჰოლივუდს თავი დაანება. "ჰოლივუდმა გამომაგდო. ვფიქრობ, თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ბედი", - განაცხადა გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მერიელი მოგვიანებით ცოლად გაჰყვა რეჟისორ-დოკუმენტალისტ სტივენ კრისმანს. წყვილს ორი ქალიშვილი ეყოლა - დრი და ლენგლი. როდესაც ცოცხლად დარჩენილ მწერლის ერთადერთ შვილიშვილს ჰკითხეს, როგორ მოახერხა საშინელი წყევლა დაეძლია, მან უპასუხა: "ნამდვილად არსებობს რაღაც გენეტიკური განწყობა, იგი დეპრესიის დროს ჩნდება. მეც იგივე გენი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც საკუთარ თავსა და ახლობლებთან ჰარმონიაში ცხოვრობ, შეგიძლია ამ ტრაგიკული ჯაჭვის გაწყვეტა, სიყვარული ყველაზე საუკეთესო დაცვაა".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს