იაპონიაში წყვილი ნესვი 16 000 დოლარად გაიყიდა

იაპონიაში წყვილი ნესვი 16 000 დოლარად გაიყიდა

იაპონიაში, ჰოკაიდოს პატარა ქალაქ იუბარში საბითუმო ბაზარში იუბარის ჯიშის ორი ნესვი გაიყიდა. ხილი გასაყიდად ტრადიციული საგაზაფხულო აუქციონის ფარგლებში გამოიტანეს.

ვაჭრობა 5 წუთი გრძელდებოდა და წყვილი იუბარი 1,6 მლნ იენად გაიყიდა (დაახლოებით 16 000 დოლარი). ნესვები წელს 600 000 იენით უფრო ძვირად გასხვისდა, ვიდრე შარშან.

2013 წლის პირველი იუბარის მყიდველი ბიზნესმენია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის წარმოებითაა დაკავებული. მეწარმის თქმით, მას განზრახული აქვს ხილით მასთან პრაქტიკაზე მისულ ბავშვებს გაუმასპინძლდეს.

მეურნეობის წარმომადგენლებმა, რომელთაც ხილი ბაზარში გამოიტანეს, აღნიშნეს, რომ ცივი ამინდების გამო წელს მოსავალმა დაიგვიანა. მიუხედავად ამისა, პროდუქტის ხარისხზე ეს არ ასახულა.

იუბარი ამავე სახელწოდების ქალაქში ჰიბრიდული მეთოდით გამოიყვანეს. ეს ნესვი დაფარულია თხელი მწვანე გარსით, რომლის შიგნითაც არომატული მკვეთრი ნარინჯისფერი რბილობია. ხშირად იუბარს სასაჩუქრედ უშვებენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს