"მინდა მქონდეს ჩემი პატარა სახლი"

"მინდა მქონდეს ჩემი პატარა სახლი"

ბარბაქაძეების ოთხშვილიანი ოჯახი აბაშის რაიონის სოფელ ქოლობანში, უკვე წლებია, სხვის სახლში ცხოვრობს. სახლი ისეთი ავარიულია, საღამოს არ იციან, დილა ისევ გაუთენდებათ თუ არა. ოჯახში არავინ მუშაობს, ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, ეს თანხაც წამლებისთვის არ ჰყოფნით. უფროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს - ცვლილებები სისხლში და ფილტვის უკმარისობა აღენიშნება, გოგონას კი, 7 წლის ნატუკას, შიდა ქალის წნევა აქვს და მკურნალობა ჭირდება. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ნატუკას ერთადერთი სურვილია, ჰქონდეს პატარა სახლი.

ოჯახს საკუთარი სახლი 2002 წელს ხანძარმა გაუნადგურა. დარჩა მხოლოდ საძროხე, რომელსაც მეზობლების და კეთილი ადამიანების დახმარებით ფართი მიაშენეს და იქ დაიწყეს ცხოვრება. თუმცა ის ერთი ოთახიც დაეწვათ. "მიუხედავად საშინელი პირობებისა, მაინც ბედნიერები ვიყავით, საკუთარი ჭერი გვქონდა. მეზობლები გვეხმარებოდნენ, ცოტა-ცოტა სამშენებლო მასალას გვაძლევდნენ, საწოლებიც გვაჩუქეს, სკამებიც, მაგრამ 2009 წელს ისევ გაჩნდა ხანძარი და სრულიად უქონლები ისევ ღია ცის ქვეშ დავრჩით. მას მერე ამ სახლში ვცხოვრობთ. შევეცოდეთ ოჯახის პატრონს და დროებით დაგვითმო საცხოვრებლად, ახლა კი მოგვთხოვა დავცალოთ. ახლა აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ, სად წავიყვანოთ ბავშვები", - ამბობს ოჯახის უფროსი დურმიშხან ბარბაქაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა