გაიყიდა თუ არა მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა?

გაიყიდა თუ არა მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა?

სოფელ ხეოთში მცხოვრები ფერმერი ბეგლარ ვეშაგური აცხადებს, რომ ძროხა, რომელიც მისმა თანასოფლელმა ახალციხის მეცხოველეობის ბაზარში შეიძინა, თურქულით დაავადებული აღმოჩნდა. ბაზრის დირექტორი იური გელაშვილი კი ამბობს, რომ თუ დაავადებული საქონელი ფერმერმა ნამდვილად ბაზარში შეიძინა და ამის დამადასტურებელ რეგისტრაციის ფურცელიც არსებობს, პასუხისმგებლობას არ აიცილებს.

ფერმერი ბეგლარ ვეშაგური და ურავლის ტერიტორიული ირგანოს რწმუნებული ბადრი ზაზაძე აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სპეციალისტის არტურ ხნკოიანის განმარტებით კი, ვაქცინა საქართველოში უკვე ჩამოსულია და აცრები 3 ივნისიდან დაიწყება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა