შეაკავებს თუ არა მავთულხლართები დიცში ნარკოდილერების მიმოსვლას?

შეაკავებს თუ არა მავთულხლართები დიცში ნარკოდილერების მიმოსვლას?

პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში ზურაბ ჩხეიძემ სოფელ დიცში სასაფლაოს ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ე.წ. პირობით საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის მიზნით მავთულხლართები რეგიონის რამდენიმე სოფელში ერთდროულად გააბეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა კი დიდი ხანია ითხოვს ქართულ და ოსურ სოფლებს შორის არსებული მიჯნა გაირკვეს. მათი თქმით, პირობითი საზღვრების შესახებ მოსახლეობის არაინფომირებულობამ რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი გლეხების დაკავების რაოდენობა გაზარდა.

გარდა ამისა, სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა ცხინვალის მხრიდან ნარკოტიკების შემოსვლის ფაქტებზე საუბრობს. მათი მტკიცებით, დაუცველი საზღვარი და შერბილებული კონტროლი ნარკომომხმარებლების რაოდენობას ზრდის. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირიც ადასტურებს. თუმცა ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესის ორგანიზატორი, ამის შესახებ არაფერს ამბობენ. 

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა