ნაყინის ბაზარზე წელს დაბალი ფასები და გაყიდვების არაერთგვაროვანი დინამიკა ფიქსირდება. ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ნაწილი რეალიზაციის მატებაზე, ნაწილი კი კლებაზე საუბრობს.
"ბარამბოს'' მენეჯმენტის ინფორმაციით, რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. რეალიზაციის მატების ერთ-ერთი მიზეზი მომხმარებლის გათამაშებით სტიმულირებაა",- ამბობენ "ბარამბოში".
საცალო ქსელში "ბარაბოს" ნაყინის ფასი 40 თეთრიდან იწყება.
"გურჯაანის ნაყინის" ინფორმაციით კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 25%-ით არის შემცირებული. ერთ-ერთ მიზეზად კომპანიაში ცუდი ამინდები სახელდება. მათივე თქმით, ამ დროისთვის "გურჯაანის ნაყინი" მომხმარებელს 20-მდე დასახელების ნაყინს სთავაზობს. ფასები 40 თეთრიდან იწყება და ასორტიმენტის მიხედვით 80 თეთრამდე მერყეობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9