შარაპოვამ შეყვარებულს Porsche აჩუქა

შარაპოვამ შეყვარებულს  Porsche აჩუქა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ მეგობარ ბიჭს, გრიგორ დიმიტროვს ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა. შარაპოვამ ახლახან აღიარა, რომ ბულგარელ კოლეგასთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.

26 წლის სპორტსმენმა ახალი Porsche 911 ჩოგბურთელს  22 წლის იუბილეზე აჩუქა. 105 000 დოლარის ღირებულების ავტომანქანა შარაპოვამ შარშან გერმანიაში, შტუტგარტში ტურნირ WTA-ზე მოიგო.

ახლახან, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ბრენდ Porsche-ს ელჩი გახდა. ავტომწარმოებელმა გოგონასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად შარაპოვა ბრენდის მარკეტინგულ კამპანიებში მიიღებს მონაწილეობას.

მომზადებულია starhit.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს