მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცებად ისევ იტალიელები დაასახელეს

მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცებად ისევ იტალიელები დაასახელეს

მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ და სექსუალურ მამაკაცებად კვლავ იტალიელები მიიჩნევიან. გამოკითხვა ვებგვერდმა siliconindia.com-მა ჩაატარა.

მსოფლიო მასშტაბით გამოკითხული ქალბატონები ამბობენ, რომ იტალიელ მამაკაცს აქვს შარმი, რაც არც ერთ სხვა ეროვნების კაცს ასე მოჭარბებულად არ გააჩნია. თითქმის ყოველი მეორე იტალიელი მამაკაცი სიმპათიურია და თითქმის ყველა სპორტული აღნაგობით გამოირჩევა.

2013 წლის რეიტინგში - "ქვეყნები, სადაც სიმპათიური კაცები ცხოვრობენ", მეორე ადგილზე ტემპერამენტიანი ესპანელები არიან. საპატიო მესამე ადგილი ავსტრალიელებს ერგოთ.

შეგახსენებთ, შარშან ანალოგიური გამოკითხვის მიხედვით, პირველ ადგილზე იტალიელები იყვნენ, მეორე ადგილზე კი ბრიტანელები. წელს ბრიტანეთი მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

მომზადებულია Nationality With The Most Handsome Men-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს