ქალს საკუთარი შვილი 11 წელია გალიაში ჰყავს დამწყვდეული

ქალს საკუთარი შვილი 11 წელია გალიაში ჰყავს დამწყვდეული

ჩინეთის პროვინცია ძიანსში მცხოვრებ 74 წლის ქალს საკუთარი შვილი, ვუ იუნჰონგი ბოლო 11 წელია გალიაში ჰყავს დამწყვდეული. კაცს მენტალური პრობლემები აქვს, მან ახალგაზრდობაში თინეიჯერი მოკლა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების გამო მართლმსაჯულებას გაექცა.

დედამ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის შვილი გალიაში გამოამწყვდია და ჯაჭვით დააბა.

"სახლში რკინის გალია და ჯაჭვები მოვიტანე. შიგნით შევიყვანე და მას შემდეგ ასე ცხოვრობს. მართალია მკვლელია, მაგრამ ის მაინც ჩემი შვილია. ბოლო 11 წელია პატარა ბავშვივით ცხოვრობს. ყოველ დღე ვტირი და მისი შემხედვარე გული საშინლად მტკივა", - ამბობს დედა.

2001 წელს ვუმ სოფელში მცხოვრები 13 წლის ბიჭი მოკლა. თუმცა, დაკავებიდან 1 წლის შემდეგ დამნაშავე გაათავისუფლეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს