100 წლის მანძილზე მოსახლეობაში IQ-მ 14 პუნქტით დაიწია

100 წლის მანძილზე მოსახლეობაში IQ-მ 14 პუნქტით დაიწია

ფსიქოლოგები ბოლო 100 წლის მანძილზე ცივილიზაციის რეგრესზე საუბრობენ: აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის IQ-მ 14 პუნქტით დაიწია. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ჭკვიან ქალებს გამრავლების სურვილი აღარ აქვთ.

ჟურნალ Intelligence-ში გამოქვეყნებული კვლევის წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ ავტორებს უნდოდათ შეემოწმებინათ, იყო თუ არა ვიქტორიანული ეპოქის ხალხი თანამედროვე ადამიანზე უფრო ინტელექტუალი. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ისტორიის ამ პერიოდში (1837-1901) ინოვაციების აფეთქება მოხდა და რომ ვიქტორიანულ ეპოქაში ბევრი გენიოსი დაიბადა. მას შემდეგ კი ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა. იბადება კითხვა: იყვნენ თუ არა ჩვენი წინაპრები ჩვენს თაობაზე ჭკვიანები?

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ათწლეულის განმავლობაში დედამიწის მაცხოვრებლის IQ 1,23 პუნქტით მცირდება.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში ადამიანები მოვლენებზე სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ.

კვლევის ავტორებმა მომხდარის მიზეზი ივარაუდეს. პრობლემის კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი IQ-ს მქონე ქალები შთამომავლობის დატოვებაზე ნაკლებად ფიქრობენ, ვიდრე ნაკლები კოეფიციენტის მქონენი.

მომზადებულია Intelligence-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს