ამერიკელმა ქალმა ბავშვი სიკვდილის შემდეგ გააჩინა

ამერიკელმა ქალმა ბავშვი სიკვდილის შემდეგ გააჩინა

32 წლის მისურელმა პედაგოგმა ერიკა მიგრელიმ გაკვეთილზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ქალი Elkins High School-ის უფროსი კლასების მასწავლებლად მუშაობდა, იქვე მუშაობს მისი მეუღლე ნათანიც. წყვილი ბავშვს ელოდებოდა - ერიკას მშობიარობამდე სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი.

"კლასში რომ შევედი, ჩემი მეუღლე იატაკზე იწვა, პირიდან ქაფი მოსდიოდა, ის იხრჩობოდა, - იხსენებს ნათანი, რომელიც იმ დროს მეზობელ საკლასო ოთახში გაკვეთილს ატარებდა, - რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა".

კოლეგებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმების მოსვლამდე, ნათანი გულის მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის მეშვეობით მეუღლის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა.

ექიმებმა ადგილზე დეფიბრილატორი გამოიყენეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ პაციენტს გულის გაჩერება დაუდგინეს. სპეციალისტებმა ბავშვის გადარჩენა საკეისრო კვეთის წყალობით შეძლეს. მედიკოსები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელი დაიბადა.

"ბავშვი მაშინ მოევლინა ქვეყანას, როდესაც დედას გული გაჩერებული ჰქონდა. ქალი ფაქტობრივად მკვდარი იყო. მისი გადარჩენის იმედიც კი არ გვქონდა", - იხსენებს ერთ-ერთი ექიმი.

ბავშვის დაბადების შემდეგ ნათანსა და ექიმებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. პაციენტის გაჩერებული გული ამუშავდა. ქალმა სუნთქვა დაიწყო.

"ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ერიკა მოკვდა, ბავშვი გააჩინა და გაცოცხლდა, - ამბობს ნათანი, - როდესაც ჩვენი ვაჟი გაიზრდება, ამქვეყნად მისი სასწაულებრივი მოვლინების შესახებ აუცილებლად ვუამბობთ".

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს