”მის კანადას” ტიტული შეცდომით მიანიჭეს

”მის კანადას” ტიტული შეცდომით მიანიჭეს

კანადაში ყოველწლიური სილამაზის კონკურსი "მის კანადა" ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც ქვეყანას საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე "მის სამყარო" წარადგენს.

თუმცა, ორგანიზატორებს მათემატიკასთან სერიოზული პრობლემა აქვთ, რადგან ვერცერთმა შეძლო მინიჭებული ქულების სწორად შეჯამება. ჯერ კიდევ გუშინ დენის გარიდო "მის კანადის" ტიტულით ტკბებოდა და მილოცვებს იღებდა, როდესაც გაირკვა, რომ სინამდვილეში მხოლოდ მესამე ადგილი ეკუთვნის. ჟიურიმ ქულები ხელმეორედ შეაჯამა და დაადგინა, რომ "მის კანადა 2013" კანადის ქალაქ კალგარიში მცხოვრები რიზა სანტოსია.

კონკურსის ორგანიზატორმა საჯაროდ ბოდიში უკვე მოიხადა და განაცხადა, რომ 11 წლის მანძილზე მსგავსი ლაფსუსი არ მომხდარა.

მომზადებულია beautiesofcanada.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს