რეი ჩარლზი - უსინათლო ოქროსფერი რეტრივერი

რეი ჩარლზი - უსინათლო ოქროსფერი რეტრივერი

რეი ჩარლზი - ასე ჰქვია უსინათლო ლეკვს, რომელიც ინტერნეტ-სენსაციად იქცა. ოქროსფერი რეტრივერი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისმა პატრონმა ძაღლს "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდი შეუქმნა და რამდენიმე ფოტო ატვირთა.

ლეკვს სახელი ლეგენდარული მუსიკოსის, რეი ჩარლზის პატივსაცემად დაარქვეს. თავდაპირველად ნაკლის გამო შინაური ცხოველის აყვანა არავის სურდა, თუმცა საბოლოოდ ის ენდრიუ ფაილსმა შეიფარა. რეი ახლა ბოსტონში ცხოვრობს და ყოველდღიურად პოზირებს ობიექტივის წინაშე, რათა "ფეისბუქზე" მის გვერდს ფოტოები არ მოაკლდეს.

უსინათლო ძაღლის გვერდს სოციალურ ქსელში უკვე 10 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: უსინათლო ლეკვი რეი ჩარლზი ინტერნეტვარსკვლავი გახდა

მომზადებულია nydailynews.co-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს