ლაფანყურთან კონტროლი გამკაცრდა

ლაფანყურთან კონტროლი გამკაცრდა

საქართველო-დაღესტნის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთთან კონტროლი გამკაცრდა. როგორც სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლები აცხადებენ, ბოლო 2 კვირაა გლეხები ტყეში თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან. მესაზღვრეები მათგან სპეციალურ საშვებს ითხოვენ. "რაც მთაში თოვლი დადნა, გაგვაფრთხილეს, ჩვენი ნებართვის გარეშე ტყეში არ შეხვიდეთო. რამდენიმე დღის წინ სამხედრო მანქანებიც შევიდნენ, ვერტმფრენებიც გადაფრინდნენ. კარგია, თუ საზღვარს უფრო უკეთესად დაიცავენ, მაგრამ აქ მცხოვრები ბევრი ოჯახი თავს სოკოს კრეფით და მესაქონლეობით ირჩენს. თუ ტყეში არ შეგვიშვებენ, ძალიან გაგვიჭირდება", - ამბობენ ლაფანყურში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაფანყურში საქართველო-დაღესტნის საზღვართან მესაზღვრეების როტაცია მოხდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა