ოლეგ იაძე: "ხალხს რასაც ვეუბნები, ყველაფერზე ხელს მიწევენ"

ოლეგ იაძე: "ხალხს რასაც ვეუბნები, ყველაფერზე ხელს მიწევენ"

კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კრებები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელ სამუშაოებზე ხელახლა ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება კასპის საკრებულოს წევრებმა, გამგეობის წარმომადგენლებმა და რწმუნებულებმა სხდომაზე მიიღეს. შეხვედრას კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ იაძეც ესწრებოდა. მან ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს ურჩია, რომ მოსახლეობას პრიორიტეტების დადგენაში მიეხმარონ.

"ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ 100 000 ლარიან რიტუალების სახლებს თავიდანვე შევეწინააღმდეგებოდი. სოფლებს ძალიან მცირე თანხები აქვთ და უმჯობესია, ეს სწრაფ პროექტებზე დავხარჯოთ. ზოგი იმ 10 000 ლარში ავტოსადგომის გაკეთებას და გაზის გაყვანას ითხოვს. მე რომელ სოფელშიც ვიყავი, ჯერ რა თქმა უნდა, მათ მოვუსმინე, მაგრამ მერე რაც კი ვუთხარი, ეს ჯობია-მეთქი, ყველამ ხელი ამიწია, კი ეგ ჯობიაო", - აღნიშნა გამგებელმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა