ლოლა ლომიძე - "ბიძინ, გამოდი და გააპროტესტე საოკუპაციო ზოლის გადმოწევა"

ლოლა ლომიძე  - "ბიძინ, გამოდი და გააპროტესტე საოკუპაციო ზოლის გადმოწევა"

გია ნოდიას მეუღლე, ლოლა ლომიძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა საჯაროდ გააპროტესტოს. ამის შესახებ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ბიძინ, გამოდი და გააპროტესტე საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, გაეცი ადექვატური პასუხი მტერს, დაიცავი თითოეული სანტიმეტრი. თორე, გპირდებით, ეს 300 მეტრი მიწა გახდება შენი როგორც პოლიტიკოსის, როგორც ქართველის დასამარების მიზეზი.

კიდევ 6 მეტრიც გადმოწიეთ რა პლზ, იქნებ 666 მეტრმა მაინც აღაშფოთოს საპატრიარქო", - წერს ლომიძე.

რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი 300 მეტრით არის გადმოწეული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს