ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელი 2016 წლიდან ამოქმედდება

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელი 2016 წლიდან ამოქმედდება

2016 წლიდან ქუთაისში ახალი ნაგვსაყრელი ამოქმედდება. ამის შესახებ ქუთაისში, გერმანული კომპანია KFW -ის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე განაცხადეს. როგორც KFW -ის წარმომადგენელი არნე გროსი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მზადდება პროექტი და ფინანსური გეგმა გერმანიის მთავრობისთვის წარსადგენად, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალი პროექტის მიხედვით, იმერეთის რეგიონს ერთი ნაგავსაყრელი მოემსახურება, რომელიც ქუთაისის შემოგარენში, თერჯოლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით ოთხი ნარჩენების გადასატვირთი სადგური - ქუთაისში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჭიათურაში იქნება.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა