ყაზბეგში ტრავერტინებს ანადგურებენ

ყაზბეგში ტრავერტინებს ანადგურებენ

ყაზბეგში, გუდაური-კობის საავტომობილო გზის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრავერტინებს ანადგურებენ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის "სტეფანწმინდას" ინფორმაციით, საავტომობილო გზა ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზის გავლით მოძრაობს. საავტომობილო გზების დაპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ტრავერტინებზე საავტომობილო გზის გაყვანა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული და მხოლოდ ერთ-ერთ გვირაბთან, "პოჩტოვაიასთან" მოუწიათ მჟავე წყლების ტერიტორიას შეხებოდნენ.

ტრავერტინების ველი ყაზბეგის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია. მეცნიერების განმარტებით, ყაზბეგის მიდამოებში არსებული მინერალური წყლების წარმოშობას სწორედ "ტრავერტინების ველი" განაპირობებს. მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი მინერალური წყალია.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა