რა ფილმს იღებს კასპის გამგეობა?

რა ფილმს იღებს კასპის გამგეობა?

"არის ასეთი ქვეყანა - მას საქართველო ჰქვია" - ამ შინაარსის ფილმს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაკვეთით გამგეობა გადაიღებს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს, თუმცა დეპუტატებმა არ იციან, რას დაუჭირეს მხარი. უფრო მეტიც, მათ არც ის იციან, საერთოდ იღებენ თუ არა ფილმს. დეპუტატებმა იხუმრეს კიდეც: "ეს იქნება "ხათუნა და 40 ყაჩაღი" ან "გიორგი სააკაძე 2".

ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტი 2 500 ლარი დაჯდება. კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა გოგოლაურის განმარტებით, დოკუმენტური მასალა ტურისტებს გამოადგებათ, თუმცა სად გავა ეს ფილმი ჯერ არ იცის. "ფილმი იქნება კასპზე, მის ისტორიულ ძეგლებზე, ტურისტებს ეცოდინებათ, სადა არის რკონი, სამთავისი, ქვათახევი, ნოსტე, გოსტიბე, ერთაწმინდა", - განაცხადა გოგოლაურმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა