ყველაზე დიდი ბრილიანტი Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

ყველაზე დიდი ბრილიანტი Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტი ჰონკონგში Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ, 11 მლნ დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე 75,36 კარატიანი, ცრემლის ფორმის, სამკუთხა წახნაგებიანი ბრილიანტი გამოიტანეს, რომელიც მსგავსი ფორმის ბრილიანტებს შორის ყველაზე დიდ უფერო ბრილიანტად ითვლება.

ბრილიანტი 160,5 კარატიანი ალმასისგან მიიღეს. იგი ცნობილმა ამერიკელმა იუველირმა, უილიამ გოლდბერგმა დააწახნაგა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს