გოგა ხაჩიძე ნინო შუბლაძეს შეცდომებს არ პატიობს

გოგა ხაჩიძე ნინო შუბლაძეს შეცდომებს არ პატიობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციის" წამყვან ნინო შუბლაძეს აკრიტიკებს.

"ქ-ნო ნინო შუბლაძე...

მეორედ მოვისმინე უკვე, თქვენგან ნათქვამი: "თქვენი პრეზიდენტი"

იქნებ განმარტოთ, რას გულისხმობთ?", - წერს ხაჩიძე.

28 მაისს "პოზიციის" სტუმარი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, რომელთან საუბარშიც წამყვანმა გამოიყენა ფრაზა "თქვენი პრეზიდენტი".

გოგა ხაჩიძის პოსტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

"არავის არ ვიცავ და არც ვინმეს სჭირდება ჩემი დაცვა, მაგრამ როგორც მინიმუმ, არაა მთლად სერიოზული გამოსვლა, ჩემო გოგა ხაჩიძე. როგორც ულტრაქოცების ბუტკაში ჯდომაა დასაცინი, ისევე დასაცინი მოვლენაა ულტრანაცური კარვის დაცემა და შავრაზმული ქოთქოთი, რაც სამწუხაროდ არცთუ იშვიათი გახდა FB ფურცლებზე. ზომიერების დაკარგვას და ექსტრემიზმში გადავარდნას ჯერ არავისთვის სიკეთე არ მოუტანია. ესაა ჩემი კომენტარი.

p.s. და შუბლაძის კომენტარი თუ გაინტერესებდა და არა საკუთარი პოსტით კეკლუცობა, შუბლაძე მაინც მიგეთაგა ნინო შუბლაძე", - დაწერა გვარამიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს