ქეით მიდლტონს ჰიპნოზის ქვეშ მშობიარობა სურს

ქეით მიდლტონს ჰიპნოზის ქვეშ მშობიარობა სურს

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი, რომელიც ივლისში პრინც უილიამს მემკვიდრეს გაუჩენს, ჰიპნოზის ქვეშ მშობიარობას არ გამორიცხავს. ჰიპნოთერაპია, რომელიც ქალებს მშობიარობის დროს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება, დიდ ბრიტანეთში ამჟამად ძალიან პოპულარულია.

ქეითმა უკვე განიხილა ეს იდეა მეუღლესთან და ორივე ჰიპნოთერაპიის მომხრეა.

"ქეითი ძალიან აღელვებულია მოახლოვებული მშობიარობის გამო, - აცხადებს სამეფო ოჯახთან დაახლოვებული პირი, - ის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს, თუმცა ფიქრობს, რომ ჰიპნოთერაპია ძალიან კარგი მეთოდია".

ჰიპნომშობიარობის დროს ქალები პროცესის სხვადასხვა ეტაპზე სუნთქვითი სავარჯიშოებისა და ვიზუალიზაციის განსაზღვრულ მეთოდებს მიმართავენ, რაც სხეულს მოდუნებაში ეხმარება. ეს კი ტკივილის შეგრძნებას ამცირებს და ანესთეზიის აუცილებლობას ხსნის.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?