მოსკოვის მეტროს მგზავრებს ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმებენ

მოსკოვის მეტროს მგზავრებს ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმებენ

მოსკოვის მეტროს მგზავრებს ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმებენ. მოსკოვის მეტროპოლიტენის ათობით სადგურის სამედიცინო პუნქტებისთვის ახალ დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას, მათ შორის ალკოჰოლის ტესტებს შეიძენენ.

ასეთი ინოვაცია პოლიციის მუშაობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, თვლის პაციენტების დაცვის ლიგის პრეზიდენტი ალექსანდრ სავერსკი.

"მათი მუშაობა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება  არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის აგრესიისგან დაიცვან. ამიტომ აქ ძალისმიერი მეთოდები დასაშვებია, კერძოდ, იძულებითი დიაგნოსტიკა", - აღნიშნავს იგი.

იდეას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს მოსკოვის საქალაქო დუმის უსაფრთხოების კომისიის თავჯდომარის მოადგილე სერგეი გონჩაროვი.

"ძალიან ბევრი მოქალაქე გვყავს, რომლებიც ორი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ რესტორნიდან გამოდიან. და რის საფუძველზე უნდა ჩაბერონ მათ ალკოტესტერში, რატომ უნდა გააჩერონ ისინი და მეტრო სადგურში არ შეუშვან? ეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევაა”,- ამბობს იგი.

მომზადებულია Коммерсантъ-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს