ნანუკა ჟორჟოლიანი - "ახლა კი მივხვდი, პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან"

ნანუკა ჟორჟოლიანი - "ახლა კი მივხვდი, პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან"

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსა და სოზარ სუბარის მრჩეველ ლალი მოროშკინას შორის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოროშკინას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"გავიგე ლალი მაროშკინა ყოფილა სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. ეხლა კი მივხვდი პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან:)

პრესცენტრმა მითხრა უსაფრთხოების სამსახურშიაო. ეტყობა ამ მიმართულებით არის მრჩეველი:)", - წერს ჟორჟოლიანი.

2011 წლის 9 ნოემბერს ლალი მოროშკინამ "ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე

"პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოროშკინა ფხაკაძის მიმართ აგრესიით მას შემდეგ განეწყო, რაც ის "პრაიმ ტაიმის" გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე "უგემოვნო" ქალის ნომინაციაში მოხვდა.

10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლალი მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინციდენტის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანსა და ლალი მოროშკინას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ნანუკა ჟორჟოლიანმა მაშინ განაცხადა, რომ ლალი მოროშკინამ "ნანუკას შოუ" პიარისთვის გამოიყენა. ლალი მოროშკინას თქმით, კი "ნანუკას შოუს" ჩაწერისას თაკო ფხაკაძემ მას პროვოკაცია მოუწყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს