მამაკაცი საკუთარმა გველებმა შეჭამეს

მამაკაცი საკუთარმა გველებმა შეჭამეს

გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში მცხოვრები მამაკაცი პოლიციელებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - გვამს 40-მდე უზარმაზარი გველი, მათ შორის 4 პითონი დასეოდა.

გარდაცვლილი ჰეიკო რაიდერი ქვეწარმავლების გულშემატკივარი იყო და 40 გველს სახლში ისევე უვლიდა, როგორც ოჯახის წევრებს. გველებმა გვამი დაასახიჩრეს, მაგრამ ჰეიკო მაღალი და ტანსრული კაცი იყო, სწორედ ამიტომ მთლიანად ვერ შეჭამეს.

პოლიცია რაიდერის სახლში მას შემდეგ მივიდა, როდესაც გარდაცვლილი სამსახურში 1 კვირა არ გამოჩნდა და არც ზარებს პასუხობდა. კოლეგებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი საზარელი სანახაობა დახვდებოდათ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს გული გაუსკდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს