სალომე ზურაბიშვილი - "17 მაისს გამოვიდა 20 000 ადამიანი, მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული?"

სალომე ზურაბიშვილი - "17 მაისს გამოვიდა 20 000 ადამიანი, მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული?"

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას რუსეთის მიმართ პოლიტიკის ჩამოუყალიბებლობაში ადანაშაულებს. თუმცა ყოფილი მინისტრი ამ მხრივ საზოგადოებასაც აკრიტიკებს. ზურაბიშვილი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო დღეებში რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის გადმოწევის გასაპროტესტებლად საელჩოებთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა, ხოლო 17 მაისის აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი. ამასთან დაკავშირებით ექს-მინისტრი პოსტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"სახელმწიფო არის საზღვარი, რომელიც იცავს ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს, კულტურას, ენას და მის ღირებულებეს ფასეულობებს... საერთოდ არა ვარ საელჩოებთან გამოსვლების დიდი მომხრე, მაინც ვერ ვმალავ გაოცებას, რომ 17 მაისს 40 კაცის მიერ შექმნილ "საფრთხის" დასაძლევად (საფრთხე რომელსაც უნდა ვებრძოლოთ თუ ვებრძვით რეალურად ჩვენ თავში პირადად და არა კოლექტიურად. გარყვნილობას მასა კი არ ებრძვის არამედ ადამიანი და პიროვნება) გამოვიდა 20 000 ადამიანი, მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული? კი მეტყვიან, რომ იქ სულიერებას ვიცავდითო! გასაგებია, მაგრამ აქაც ნუთუ ვერ ვხდებით, რომ ჩვენი სულიერი ძალის და მხნეობის ტესტირებასთან გვაქვს საქმე, არა მაინცდამაინც რუსეთიდან დაგეგმილი არამედ განგებიდან.... არ მაინტერესებს, ეს გადაგმული ნაბიჯი როგორ არის გააზრებული რუსეთის მიერ: როგორც ბოლო ჟესტი სააკაშვილის მისამართით (ანუ იმის საჩვენებლად რომ ის უფრო პატრიოტული იყო, რასაც თავისთავზე იჩემებს რეალობის საწინაღდეგოდ - რადგანც სიტყვიერად მკაცრად რეაგირებდა ) თუ პირველი ტესტი ახალი ხელისუფლებისა! მე ის მადარდებს, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპეკტრზე, სადაც ვრცელდება აქტიურად შეგნებული და სააკაშვილის მიერ დაწყებული ევროპის ლანძღვა გინება, რუსეთის მიმართ პოლიტიკა არ არის განსაზღრული. არჩევანი გვესახება როგორც ჯერჯერობით უმოქმედობის (დიპლომატიური გზა რომ უალტერნატივოა ეს გასაგებია, მაგრამ დიპლომატია ხომ მხოლოდ ინსტრუმენტია ანუ საშუალება. მთავარი კი ის არის თუ რა მიზანს, პოლიტიკას, სტრატეგიას ემსახურება და ეს ჯერ ზოგად ტერმინებით "დაბალანსებით" შემოიფარგლება) და აშკარად არ ვიტყოდი პრორუსული (ამას არავის დავაბრალებ მიშას გარდა) დათმობის მომხრე მესამე ძალა - რუსეთთან უპირობო მორიგების, რუსეთში ვიზიტების, შენიღბული ფსევდო ნაციონალიზმით. რომლის კონკურენცია შეიძლება კიდევაც აწყობდეს ხელისუფლებას როგორც "ნაცმოძრაობას"... ამათთან შედარებით ადვილია პროგრესიულად და დასვლურად გამოჩენა!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს