სასტუმროს მუდმივ კლიენტებს ოქროს iPad-ს გადასცემენ

სასტუმროს მუდმივ კლიენტებს ოქროს iPad-ს გადასცემენ

დუბაიში, სასტუმრო ბურჯ ალ-არაბის მუდმივ კლიენტებს ნომერში დარეგისტრირების დროს ოქროს iPad-ს გადასცემენ. ამის შესახებ Bornrich.com-ი იუწყება.

მოწყობილობა 24 კარატიანი ოქროთია მოპირკეთებული, რომელზეც სასტუმროსა და Apple-ის ლოგოტიპებია დატანილი. iPad-ში უკვე ჩატვირთულია მოწყობილობისთვის ხელისაწვდომი ყველა აპლიკაცია.

ბურჯ ალ-არაბი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა. სასტუმრო სანაპიროდან 300 მეტრში მდებარეობს, ხოლო მის სახურავზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩოგბურთის მოედანია განთავსებული. ამ სასტუმროში ერთი ღამის გათევა 15 000 აშშ დოლარი ღირს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს