10 ყველაზე საშიში სასტუმრო

10 ყველაზე საშიში სასტუმრო

თუ არ გყოფნით მძაფრი შეგრძნებები, მათ მიღებას მოგზაურობისას შეძლებთ. მთავარია სწორად შეარჩიოთ სასტუმრო. გთავაზობთ მსოფლიოში 10 ყველაზე საშიში სასტუმროს სიას.

1. Chillingham Castle - ჩრდილოეთ ინგლისი

თავდაპირველად ეს ციხესიმაგრე იმიტომ ააშენეს, რომ მეფე ედუარდ I დროს შოტლანდიელთა შემოსევებისგან დაეცვათ თავი. დღემდე უამრავი ხმა დადის, რომ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ბინადრობენ. ისტორიული ჩილენგჰემი საწამებელი ადგილი იყო, სადაც დამნაშავეებს სჯიდნენ. აქ უამრავ ადამიანს მოკვეთეს თავი, ჩამოახრჩეს და ზოგს შიმშილით ამოხადეს სული. საბოლოოდ, ციხე პარანორმალური მოვლენების მოყვარული ექსპერტების საყვარელ ადგილად იქცა. დღეს აქ სასტუმრო ფუნქციონირებს.

2. Queen Mary - აშშ, კალიფორნია

Queen Mary - ყოფილი ფეშენებელური საკრუიზო ლაინერია, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ბინა ლონგ ბიჩზე, ლოს-ანჯელესთან ახლოს და სასტუმროდ იქცა. რამდენიმე თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ლაინერის აუზთან მოჩვენება დაინახეს. სწორედ ამ ადგილას დაიღუპა წარსულში ორი მგზავრი. გადმოცემით, გემზე შეამჩნიეს სხვა მოჩვენებებიც, მაგალითად გოგონა თეთრ კაბაში და ასაკოვანი მამაკაცი. ზოგიერთი კაიუტა დღემდე დალუქულია და არ გამოიყენება, ვინაიდან იქ აუხსნელი მოვლენები ხდება.

3. Stanley Hotel - აშშ, კოლორადო

ამ სასტუმროს სახელი საშინელებათა ჟანრის ავტორმა, სტივენ კინგმა გაუთქვა, რომელიც სწორედ Stanley Hotel-ში ცხოვრობდა, როდესაც თავის რომან "ნათებას" წერდა. სასტუმრო ნაციონალური პარკის Rocky Mountain-ის სიღრმეში მდებარეობს და იქამდე მისვლა საკმაოდ რთულია.

4. Hotel del Coronado - აშშ, კალიფორნია

მე-19 საუკუნის ბოლოს Hotel del Coronado სან-დიეგოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო იყო. აქ საიდუმლოებებით მოცულ გარემოებაში გარდაიცვალა ქეით მორგანი, რომლის სხეული სასტუმროს სიახლოვეს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სული 302-ე ოთახში დღემდე ბინადრობს, თუმცა აუხსნელი მოვლენები მთელი სასტუმროს მასშტაბით ხდება.

5. Diplomat Hotel - ფილიპინები

1911 წლიდან ამ შენობაში სემინარია ფუნქციონირებდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ის იაპონიის არმიიდან გამოქცეულმა დეზერტირებმა დაიკავეს. შედეგად, შენობა იაპონიის მაშინდელმა ხელისუფლებამ ააფეთქა, რასაც მასობრივი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. 1947 წელს შენობა აღადგინეს, ხოლო 1873 წელს ის სასტუმროთა ქსელმა Diplomat Hotels-მა შეიძინა. სასტუმროს სტუმრებს და პერსონალს თითქმის ყოველ ღამით ესმოდათ უცნაური ხმები. მოგვიანებით სასტუმრო დაიხურა, თუმცა ადამიანები აქ დღემდე მოდიან.

6. Crescent Hotel - აშშ

Crescent Hotel-ი აშშ-ს ტერიტორიაზე ყველაზე მეტი მოჩვენების "ბუდედ" ითვლება სასტუმროებს შორის. აქ 8 მოჩვენება შეამჩნიეს. უამრავი ადამიანი აღიარებს, რომ ეს სასტუმრო, რომელიც მდიდარია პარანორმალური ისტორიებით, ყველაზე საშიში ადგილია. წარსულში ამ სასტუმროში ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, რომელიც ცნობილი იყო პაციენტების არასტანდარტული მკურნალობით. სასტუმროს სტუმრები ხშირად ხედავენ თეთრხალათიან მოჩვენებებს, რომლებიც რეალურ ადამიანებს ძალიან ჰგვანან.

7. Fairmont Banff Spring Hotel - კანადა

ეს ძველი სასტუმრო ნაციონალურ პარკ Banff-ში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ინტერიერი და არქიტექტურა ულამაზესია, უამრავი ადამიანი გაურბის აქ ღამის გათევას. სასტუმროში ყველაზე საშიში ნომერი 873-ია, რომლის კედლებზე ბავშვის ხელისგულების ნაკვალევი გაჩნდა. მოგვიანებით ეს ნომერი დაილუქა.

8. Hollywood Roosevelt Hotel - აშშ, კალიფორნია

არსებობს რამდენიმე მოწმე, ვინც აცხადებს, რომ ამ სასტუმროში მერლინ მონროს მოჩვენება იხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამ ისტორიის არ სჯერა, სასტუმროში გამუდმებით შედის საჩივარი ღამის კლუბში "მერლინ მონროს გამოჩენის" შესახებ. ამ სასტუმროში კიდევ ერთი ვარსკვლავი მოჩვენება ბინადრობს. ეს მსახიობი მონტგომერი კლიფტია. სასტუმროს მე-9 სართულის სტუმრებს პერიოდულად ჩასაბერი ინსტრუმენტის ხმები ესმით. ცნობილია, რომ მსახიობს ჩასაბერი საკრავები ძალიან უყვარდა.

9. Hoshi Ryokan - იაპონია

ეს სასტუმრო ერთ იაპონელ ოჯახს 46 თაობის განმავლობაში ეკუთვნოდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ ბინადრობენ აქ "უძველესი მოჩვენებები", რომლებსაც მე-14 საუკუნეს მიაწერენ. მთელ სასტუმროში უამრავი მაგიური არტეფაქტია განთავსებული.

10. Rose Hall Great House - იამაიკა

ამ შენობას სასტუმროს ფუნქცია აღარ აქვს, თუმცა ყველაზე უშიშარი ადამიანებისთვის აქ დღის და ღამის ტურები და საქორწინო ცერემონიები იმართება. Rose Hall-ი ვინმე ჯონ პალმერმა ააშენა, რომლის შთამომავალი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე დაქორწინდა. ლეგენდის თანახმად, ქალმა პალმერი და კიდევ ორი მომდევნო ქმარი მოკლა. ქალის აჩრდილი, რომელსაც ადგილობრივები "თეთ ჯადოქარს" უწოდებენ, დღემდე Rose Hall-ში ბინადრობს.

მომზადებულია bigpicture.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს