სოფო ნიჟარაძე - "ძალიან ბედნიერი ვარ!"

სოფო ნიჟარაძე - "ძალიან ბედნიერი ვარ!"

მომღერალი სოფო ნიჟარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავღანეთში მყოფი ქართველი ოფიცრის ნათესავისგან მიღებულ შეტყობინებას აქვეყნებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცების სახელით მომღერალს მადლობას უხდის.

"ყველაზე სასიამოვნო პირადი შეტყობინება, რომელიც ამ ბოლო დროს მივიღე, ძალიან ბედნიერი ვარ! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს და გავიმეორებ ბევრჯერ, რომ ჩემთვის ჩვენი ქვეყნის გმირების წინაშე გამოსვლა და ჰიმნის შესრულება იყო უდიდესი პატივი", - წერს ნიჟარაძე.

მომღერალი სოფო ნიჟარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფროს ვაჟთან ერთად შეხვდა. სოფომ ჯარისკაცებისთვის ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები შეასრულა.

იხილეთ ასევე: "სოფო ნიჟარაძე დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში პრეზიდენტთან ერთად შეხვდა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს