მამამ ჩვილი მაცივარში შესვა

მამამ ჩვილი მაცივარში შესვა

ვაშინგტონში 25 წლის ტაილერ დოიტჩი დააკავეს, რომელმაც ტირილის გამო საკუთარი 6 კვირის ქალიშვილი მაცივარში გამოამწყვდია.

ახალშობილმა მაცივარში ერთი საათი გაატარა. მამამ მაცივრის კარი მხოლოდ მას შემდეგ გააღო, რაც შინ მისი 22 წლის მეუღლე დაბრუნდა. ბავშვის დედამ მაშინვე პოლიცია გამოიძახა. 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ჩვილი კი საავადმყოფოში მოათავსეს.

ახალშობილის სხეულის ტემპერატურა 28 გრადუსამდე იყო დაცემული, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმები მის გაუარესებას არ გამორიცხავენ.

დაკითხვაზე ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ბავშვი მაცივარში მართლაც მოათავსა, თუმცა მხოლოდ მისი დახმარების განზრახვით. დოიტჩის თქმით, ჩვილმა არც ისე დიდი დრო გაატარა მაცივარში.

"ის ნანობს", - ამბობს პირსის საგრაფოს შერიფის ოფისის წარმომადგენელი ედ ტროიერი.

მამის თავის მართლების მიუხედავად, ვაშინგტონის პოლიციამ მას ოჯახური ძალადობისა და ბავშვისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ბრალდება წაუყენა. ტაილერ დოიტჩი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მისი გათავისუფლებისთვის 1 მლნ დოლარის ოდენობის გირაოა დაწესებული.

ამერიკელის ბრალს ისიც ამძიმებს, რომ ბავშვს ექიმებმა სხეულზე სხვა დაზიანებებიც აღმოუჩინეს - მას ძვლის რამდენიმე მოტეხილობა აქვს.

წყვილის მეზობლები აცხადებენ, რომ ტაილერი ხშირად იქცეოდა უცნაურად და საეჭვოდ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს