დედოფლისწყაროს გამგებელი: "ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება - მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ"

დედოფლისწყაროს გამგებელი: "ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება - მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ"

ქვემო ქართლის მუფთი ჯემალ ადაძე და მისი თანმხლები პირები, რომლებიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესასრულებლად მიდიოდნენ, სოფელში არ შეუშვეს. როგორც ჯემალ ადაძემ აღნიშნა, სოფლის შესასვლელში მათ სამთაწყაროს რწმუნებული, გულნარა ნადირაშვილი თანასოფლელებთან ერთად დახვდა და სოფელში შესვლა აუკრძალა.

დედოფლისწყაროს მუნიცალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ მუსლიმებს ლოცვას არავინ უკრძალავს, რაც შეეხება მეჩეთის გახსნას, ამის სურვილი მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს და მათი სურვილი თვითმმართველობისთვის კანონია. "სოფელმა გამოხატა საკუთარი ნება. მოსახლეობის ნება არის უზენაესი, ისევე, როგორც კანონი. ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება და ამ შემთხვევაში, ხალხის ნებაა, რომ არ გაკეთდეს მუსლიმური სამლოცველო სახლი, ან მეჩეთი. რაც შეეხება ლოცვის საკითხს, იმ 3 ადამიანს, რომელსაც აქვს ლოცვის სურვილი, ამის უფლებას არც დღეს უზღუდავენ", - აღნიშნა შიოლაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა