ქალები ქალებისთვის იპრანჭებიან

ქალები ქალებისთვის იპრანჭებიან

ქალები მეგობრებისთვის თავის მოსაწონებლად უფრო იპრანჭებიან, ვიდრე მამაკაცებისთვის, ქმრებისთვის და შეყვარებულებისთვის. ამას Malibu Rum-ის გამოკითხვა ადასტურებს.

სუსტი სქესის წარმომადგენლები რამდენიმე საათი ტრიალებენ სარკის წინ, რათა საღამოს ბარში დაქალებთან გასართობად მისული შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ და სამოსით, ვარცხნილობითა და მაკიაჟით მეგობრები გააოცონ.

გამოკითხული ქალების 40% ამბობს, რომ ზოგჯერ პაემანზე ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ეზარება, მაგრამ კორპორატიული წვეულებისთვის, ან ვახშმისთვის, სადაც მისი მეგობრები იკრიბებიან, გარდერობს რამდენიმე კვირით ადრე ანახლებს. გამოკითხვაში 2000 ქალი მონაწილეობდა. ქალების დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ პაემანზე წასასვლელად და თავის მოსაწესრიგებლად 40 წუთიც კი საკმარისია, მაგრამ როდესაც საკითხი გოგონების წვეულებას ეხება, ზოგჯერ 2 საათიც კი მცირეა.

"ლამაზი აქსესუარისა, თუ ხარისხიანი კოსმეტიკის ფასი ქალებმა კარგად იციან. კაცი მსგავს ნიუანსებს ვერასდროს გაიგებს, შესაბამისად, გოგონა საკუთარი სქესის წარმომადგენელთან უფრო მეტად ცდილობს საკუთარი ღირსების გამოვლენას და ნაკლის დაფარვას. ამასთან, ქალები კაცებზე უკეთ ერთობიან", - განაცხადეს ფსიქოლოგებმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს