ქალმა ტყუპები სამჯერ გააჩინა

ქალმა ტყუპები სამჯერ გააჩინა

შოტლანდიაში, რენფრუშირში მცხოვრები კარენი ძალიან იღბლიანია - მან სამჯერ იმშობიარა და სამივეჯერ ტყუპები შეეძინა. ასეთი შემთხვევა 500 000 -ში ერთხელ ხდება.

კარენ და კოლინ როჯერებს 14 წლის ლევისი და კაილი, 12 წლის ფინი და ჯუდი და ახალშობილი გოგონები, როვანი და ისლა ჰყავთ. კარენის გინეკოლოგი ამბობს, რომ პრაქტიკაში მსგავსი რამ იშვიათად ხდება. როგორც ტყუპების მამა ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მრავალშვილიანი იქნებოდა და თანაც ოჯახში სამჯერვე ტყუპები გაჩნდებოდა. დედის თქმით, 4 ბიჭის შემდეგ ტყუპი ქალიშვილების გაჩენამ ძალიან გაახარა.

"სულ სამჯერ ვიყავი სამშობიარო ბლოკში და 6 შვილი მყავს. გაგეცინებათ, მაგრამ ყოველ ფეხმძიმობაზე მეუღლის გაკვირვებას ვახერხებ. მესამე ფეხმძიმობაზე რომ მივწერე, ისევ ტყუპები გვეყოლებოდა, მომწერა ეს უკვე სასაცილო აღარააო. ძალიან ბედნიერები ვართ. ბიჭები უკვე დიდები არიან და პატარა დებს ანებივრებენ", - ამბობს კარენი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს