გურიაში ღორის ჭირი გავრცელდა

გურიაში ღორის ჭირი გავრცელდა

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ღორის ჭირია გავრცელებული. ათობით მკვდარი პირუტყვი მდინარეში ყრია და როგორც მოსახლეობა ამბობს, მდინარეზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. "მდინარეზე ვერავინ გადის. ყოველ დღე, ათეულობით ღორს ყრიან მდინარეში. ვის არ მივმართეთ, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენს", - აღნიშნავენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მცხოვრებნი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალურ სამმართველოს უფროსის, კახა თავბერიძის განმარტებით, ჭირის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ პირუტყვი არ აცრა. მისივე თქმით, ავადმყოფობის გავრცელების მოცულობიდან გამომდინარე, კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა