სალომე ზურაბიშვილი - "ქვეყნის პირველი პირები რატომ არ აძლევენ უფრო ხშირად ინტერვიუებს მსოფლიოს მთავარ მედია საშუალებებს?"

სალომე ზურაბიშვილი - "ქვეყნის პირველი პირები რატომ არ აძლევენ უფრო ხშირად ინტერვიუებს მსოფლიოს მთავარ მედია საშუალებებს?"

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას - "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებს ხშირად მისცენ ინტერვიუები, რათა საქართველოს შესახებ დასავლეთში უფრო ადეკვატური წარმოდგენა შეექმნათ.

"დაბალანსებული სტატია... სამწუხარო ის არის, რომ ნაციონალები კიდევ ახერხებენ და "ვაშინგტონ პოსტში" აბეჭდინებენ მათთვის სასარგებლო სტატიებს. საპასუხო კი ბლოგის ფორმით ვიწრო წრეში ვრცელდება... რატომ ქვეყნის პირველი პირები არ აძლევენ უფრო ხშირად ინტერვიუებს მთავარ მსოფლიოს მედია საშუალებებს და თვითონ არ ქმნიან სურათს და განწყობას და ინიციატივას უმცირესობის პროპაგანდისტებს უტოვებენ?.... როგორც ახლა ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილ ვითარება გვიჩვენებს, მეგობრებიც გვჭირდება და კეთილგანწყობილი მოკავშირეებიც, ასეთი და სხვა პრობლემების წინაშე რომ ვდგებით... გლობალურ მსოფლიოში იზოლაციაში მოხვედრილნი პატარა ქვეყნები ადვილად ექცევიან უფრო ძლიერი და გავლენიანი მეზობლების ჩრდილის ქვეშ!", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ: "Washington Post" - საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს