სათითე თეფშები

სათითე თეფშები

ეს პაწაწინა თეფშები, რომელსაც თითზე ბეჭედივით მოირგებთ, 6 გირვანქა სტერლინგი ღირს და ბარბექიუ ფართიზე, თუ ალა ფურშეტზე შეუცვლელი ატრიბუტია.

პაწაწინა თეფშები ძალიან მოსახერხებელია: სტუმარი კომფორტულად განათავსებს საკვებს მასზე და შამპანურისთვისაც დარჩება ხელი თავისუფალი. თეფშზე თავსდება მწვადი, მომცრო ზომის სენდვიჩი, ტორტის ნაჭერი. ბეჭედი თეფშები კომპანია Fred&Friends-მა შექმნა.

"დაივიწყეთ უზარმაზარი თეფშები - ეს ბარბექიუსთვის ძალიან მოუხერხებელია. ჩვენი თეფშები ორიგინალური და კომფორტულია", - ამბობენ კომპანიაში. 

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ