"ფეისბუქის" თანადამფუძნებელი დაოჯახდა

"ფეისბუქის" თანადამფუძნებელი დაოჯახდა

Facebook-ის თანადამფუძნებელი, მილიარდერი შონ პარკერი, რომელიც ფილმში "სოციალური ქსელი" ჯასტინ ტიმბერლეიკმა განასახიერა, დაოჯახდა.

33 წლის ბიზნესმენის რჩეული მუსიკოსი ალექსანდრა ლენასი გახდა. ქორწინების ცერემონია, რომელზეც 300 სტუმარი იყო მიწვეული, კალიფორნიაში გაიმართა. თვითმხილველების განცხადებით, ქორწილი ძალიან რომანტიკული იყო.

გავრცელებული ინფრომაციით, პარკერს ამ დღისთვის ფული არ დანანებია. მან თავად დაფარა სტუმრების ჩაცმის  ხარჯები. სტუმრებისა და ცერემონიის მთავარი გმირების სტილზე "ბეჭდების მბრძანებლის" კოსტუმების ავტორი ნგილა დიკსონი ზრუნავდა.

"მან მილიონობით დოლარი დახარჯა, რათა ყველა სტუმარი კარგად ყოფილიყო ჩაცმული. ქორწილი არ იყო თემატური. ყველა სამოსი თანამედროვე და მოდური იყო", - აცხადებს წყარო.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს