ფეხბურთელ ადრიან მუტუს უნიტაზში გაჭედილი ჩვილის შვილად აყვანა უნდა

ფეხბურთელ ადრიან მუტუს უნიტაზში გაჭედილი ჩვილის შვილად აყვანა უნდა

ცნობილმა რუმინელმა ფეხბურთელმა ადრიან მუტუმ იმ ჩინელი ბავშვის შვილად აყვანის სირვილი გამოთქვა, რომელიც ახლახან საკანალიზაციო მილში აღმოაჩინეს.

"განზრახული მაქვს ბავშვი ვიშვილო, როდესაც ეს ისტორია ტელევიზიით მოვისმინე, ვერ ვხვდებოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, როგორ მეჭამა. როდესაც ბავშვი დავინახე, ჩემს თავს ვუთხარი: "უნდა იშვილო, ის ღმერთმა გამოგიგზავნა", - აცხადებს ფეხბურთელი.

მუტუმ და მისი მეუღლე ჩვილის აყვანას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ჩინეთის მთავრობასთან შეთანხმებას შეძლებენ. რუმინეთი არ შედის იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომლის მოქალაქეებსაც ჩინელი ბავშვების აყვანა შეუძლიათ.

რამდენიმე დღის წინ ჩინური მედია იუწყებოდა, რომ მაშველებმა ჯეძიანის პროვინციაში ახალშობილი ბიჭი საკანალიზაციო მილში გაჭედილი იპოვეს.

ჩვილი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, საავადმყოფოში ახალშობილის დედა მივიდა, რომელიც ირწმუნება, რომ მშობიარობა ტუალეტში მოულოდნელად დაეწყო და ბავშვის დაჭერა ვერ შეძლო.

ბავშვის დედა 22 წლისაა და მეუღლე არ ჰყავს. ახალგაზრდა ქალის თქმით, მას კაცთან მხოლოდ 1 ღამის ურთიერთობა ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, რომ ფეხმძიმედაა. როცა ქალმა ბავშვის მამას ფეხმძიმობის შესახებ აცნობა, ის სახლიდან გამოაგდეს.

პოლიცია იკვლევს, რამდენად დამნაშავეა ქალი ამ საქმეში.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს