თამარ ჩერგოლეიშვილი - თამარ ივერი ბოდიშს იხდის იმიტომ, რომ მისი კარიერა საფრთხეშია

თამარ ჩერგოლეიშვილი - თამარ ივერი ბოდიშს იხდის იმიტომ, რომ მისი კარიერა საფრთხეშია

ჟურნალს "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოპერის მომღერალ თამარ ივერის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტს ეხმაურება.

"თამარ ივერი ბოდიშს იხდის არა იმიტომ, რომ სინანულს გრძნობს, არამედ იმიტომ, რომ მისი კარიერა საფრთხეშია. ივერის მაგალითი კარგი გაკვეთილია მათთვის, ვინც არ იცის, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში მომავალი ესპობა მას, ვინც ქ-ნი ივერის მსგავსად აზროვნებს და საუბრობს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ორგანიზაცია "იდენტობამ" ოფიციალურ მეილზე თამარ ივერის სახელით, მისი პირადი ელ-ფოსტიდან შეტყობინება მიიღო. წერილში მომღერალი ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა თავისი წერილით, რომელიც მან თბილისში ლგბტ აქციის შემდეგ გამოაქვეყნა.

"იდენტობის" ინფორმაციით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ივერს მადლობა გადაუხადა მტკივნეული და გაბედული ნაბიჯისათვის, რომლის გადადგმაც მისთვის ადვილი ალბათ არ იქნებოდა.

იხილეთ: თამარ ივერი პრეზიდენტს: "ნუ ატენით ქართველ ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს