ქუჩის ცირკი - "სახლი ბორბალი"

ქუჩის ცირკი - "სახლი ბორბალი"

Wheel House უჩვეულო საცირკო პროექტია, რომელშიც ორი აკრობატი მაყურებელს ართობს იმით, რომ ქუჩაში უჩვეულო "მბრუნავი სახლით" სეირნობს.

"სახლი ბორბალი" ჩვეულებრივი ბინისგან ცოტათი თუ განსხვავდება - ისეთივე ფარდები ფანჯრებზე, ქოთნები და ქვაბები "თაროებზე", საათი და სურათები კედლებზე, აქ საწოლიც კი მოიპოვება. სინამდვილეში კი Wheel House - ჩვეულებრივი ბორბალია, რომელშიც სახლის თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ნივთია თავმოყრილი.

სახლი მისი მობინადრეების ეკვილიბრისტიკის წყალობით გადაადგილდება. ისინი ერთმანეთს ახტებიან და ამით ბორბალი მოძრაობაში მოჰყავთ.

წყვილი რამდენიმე გაჩერებას აკეთებს, რომ მაყურებლს უჩვენონ,  თუ როგორ უმკლავდებიან ყოველდღიურ საოჯახო საქმეებს.

უჩვეულო პროექტი 2006 წელს ცირკის თეატრმა Acrojou Circus Theatre-მა დააარსა. რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე იგი 9 ქვეყანას ესტუმრა და წამოდგენით დაახლოებით 60 000 ადამიანი ასიამოვნა. ცირკს არსენალში ექვსი უნიკალური პროგრამა აქვს, თითოეულ მათგანში ორიგინალურად შერწყმულია თეატრალური აერობიკა, კომედიური ელემენტები და რისკის შემცველი ნომრები.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს