ანორექსიით დაავადებული გოგო ცოლად ჭარბწონიან ბიჭს გაყვა

ანორექსიით დაავადებული გოგო ცოლად ჭარბწონიან ბიჭს გაყვა

ანორექსიით დაავადებული გოგო ცოლად ჭარბწონიან ბიჭს მიყვება. 24 წლის ლიზი ელსბურგი და 28 წლის კრის გლაზგოუ ერთმანეთს კლინიკაში შეხვდნენ. ორივე მათგანი საჭმლის მომნელებელი სისტემის განსხვავებული სახის აშლილობას მკურნალობდა. ლიზი ანორექსიით იყო დაავადებული და კლინიკაში მისვლის დროს 41 კგ-ს იწონიდა, ხოლო ჭარბი წონის დაძლევის სურვილით შეპყრობილი კრისი 222 კგ-ს.

წყვილმა ერთმანეთი ჯგუფური თერაპიის სეანსზე გაიცნო. თავდაპირველად ლიზის ეშინოდა მისი ჭარბწონიანი ნაცნობის, ვინაიდან ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლება ადამიანი ასე გასუქდეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ წყვილმა რომანი გააბა.

ლიზი დღეში მხოლოდ 100 კალორიას იღებდა. კლინიკაში ყოფნისას მას ნოყიერად ჭამას ასწავლიდნენ, ხოლო გლაზგოუ პირიქით, სულ უფრო მეტად ცდილობდა რაციონის შემცირებას. მათი შემხედვარე ყველა ფიქრობდა, რომ ჯობდა ლიზის და კრისს ლანგრები გაეცვალათ. საბოლოოდ წყვილმა ბეჭდების გაცვლა არჩია. ისინი 2013 წლის თებერვალში დაინიშნენ.

დღეითვის პატარძალი გამოჯანმრთელების გზაზეა და 57 კგ-ს იწონის, ხოლო საქმრომ წონაში 30 კგ-ით დაიკლო.

ანორექსიით დაავადებული გოგოს და ჭარბწონიანი ბიჭის რომანმა ძალიან დააბნია მათი ახლობლები, თუმცა დღეს წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს