"ნიჭიერის" გამარჯვებული ვანო ფიფია ბინას 2 წელია ელოდება

"ნიჭიერის" გამარჯვებული ვანო ფიფია ბინას 2 წელია ელოდება

"რუსთავი 2" -ის პროექტ "ნიჭიერის" 2011 წლის გამარჯვებულ ვანო ფიფიას ტელეკომპანიის საჩუქარი ჯერ არ მიუღია და ბინას ბათუმის ბულვარში 2 წელია ელოდება.  ვანო ფიფიას ძვირადღირებული ოპერაცია გასულ წელს სწორედ კონკურსში მიღებული პრიზის იმედად გაუკეთეს. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბიჭს სარეაბილიტაციოდ ყოველწლიურად 5 თვეში ერთხელ ძვირადღირებული მედიკამენტი ესაჭიროება. ოჯახს კი წამლის შეძენის საშუალება არ აქვს. "ვანოს ოპერაციის ფული "საქართველოს ბანკმა" გადაურიცხა, მაგრამ შემდგომი ხარჯები ჩვენ იმ ბინის გაქირავებით უნდა დაგვეფარა, რომელიც ვანოს უნდა გადასცემოდა. სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, მშენებლობა რომ დამთავრდება, მერე გაგიფორმებთო. "რუსთავი 2" -ში კი მითხრეს, ჩვენი მოვალეობა მოვიხადეთ, ახლა ბინის დასრულებას უნდა დაელოდოთო", - ამბობს ვანო ფიფიას დედა, ნანა ვიბლიანი.

"რუსთავი 2" -ში "ნიჭიერის" და "საქართველოს ვარკვლავის" გამარჯვებულები სამშენებლო კომპანიასთან გადაამისამართეს, რის შემდეგაც ტელეკომპანია შიდა მოლაპარაკებებში, რომელიც ფართის დაზუსტებას ან სხვა დეტალის გარკვევას გულისხმობს, აღარ ერევა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა