სალომე ზურაბიშვილი - საქართველოდან რატომ არ ისმის ოფიციალური ხმა თურქი ხალხის მხარდასაჭერად?

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოდან რატომ არ ისმის ოფიციალური ხმა თურქი ხალხის მხარდასაჭერად?

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას თურქი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"საქართველოდან რათ არ ისმის ოფიციალური ხმა თურქი ხალხის მხარდასაჭერად? სოლიდარობას რატომ არ ვუცხადებთ მთავრობიდან ან საზოგადოებიდან? ესენი ხომ არიან ჩვენი ხვალინდელი ღირსეული მეზობლები და უნდა გვესმოდეს, რომ მათთან ერთად უნდა ავაშენოთ ცივილიზებული რეგიონი... ჩვენთვის დიქტატურული რეჟიმი, რომელიც თავის ხალხს ხოცავს, ვერ იქნება სანდო პარტნიორი! სიჩუმე და იგნორირება არ არის პოლიტიკა!", - წერს ზურაბიშვილი.

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საყოველთაო პროტესტი "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით 28 მაისს დაიწყო. თუმცა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს მომხდარი შეტაკების შედეგად, აქციებმა თურქეთის სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა. მომიტინგეებმა ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანდნენ.

მომიტინგეების სოლიდარობის მიზნით თურქეთის პროფკავშირებმა ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა. სავარაუდოდ, გაფიცვები მოიცავს სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც. ამ დროისთვის ქვეყანაში 240 ათასი მუშაა გაფიცული, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას "სახელმწიფო ტერორში" ადანაშაულებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს