ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა

ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა

შინაურმა ძაღლმა პუიმ ახალშობილი გოგონა გადაარჩინა, რომელიც მშობლებმა ნაგავსაყრელზე გადააგდეს.

ტალანდური ბანგკევის ჯიშის ძაღლმა ბანგკოკიდან 75 კილომეტრის მოშორებით, ქალაქის ნაგავსაყრელზე პლასტმასის ტომარა იპოვა, რომელშიც ჩვილი იყო. ცხოველმა ცოცხალი არსება იყნოსა და ნაპოვნი პატრონების სახლამდე კბილებით მიათრია.

"ძლიერი ყეფა გავიგონეთ და სანახავად წავედით. ჩვენი ძაღლი იჯდა და უცნაურ პაკეტს დარაჯობდა, პირველად მასთან ჩემი დისშვილი მივიდა, სწორედ მან დაინახა ჩვილი",- ყვება პუის პატრონი გუმნერდ ტონგმაკი.

გოგონა უმალვე უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ჩვილი დღენაკლული დაიბადა. იგი 2,2 კილოგრამს იწონიდა.

მთავრობა გოგონას მშობლებს ეძებს. ფაქტზე გამოძიება მომდინარეობს.

ძაღლი გმირობისთვის ადგილობრივმა წითელმა ჯვარმა ტყავის საყელოთი და მედლით დააჯილდოვა. მის პატრონს კი ფულადი პრემია გადასცეს.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს