როგორ აღვიქვამთ ფერებს

როგორ აღვიქვამთ ფერებს

ფსიქოლოგებმა ადამიანების ფერებისადმი დამოკიდებულება შეისწავლეს, ექსპერიმენტის შედეგები ვებსაიტმა oddstuffmagazine.com წარმოადგინა.

მწვანე: ყველაზე ხშირად ამ ფერზე ადამიანებს ცნობილი ფილმი "მატრიცა" ახსენდებათ.

წითელი: ეს ფერი ქალებს უფრო მეტად უყვართ, ვიდრე კაცებს. წითელი ფერის სამოსსა და დეკორაციაში ძლიერი სქესის წარმომადგენელი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ნერვიულობას იწყებს.

ვერცხლისფერი: ყველაზე პოპულარული ავტომობილის ფერი ვერცხლისფერია. ოფიციალური სტატისტიკით, ვერცხლისფერი მანქანა იშვიათად ხვდება ავტოავარიაში - ამის მიზეზი ისაა, რომ ბინდშიც კი მსგავსი შეფერილობის მანქანა კარგად ჩანს.

ვარდისფერი: თუ აგრესია მოგეძალათ, ან ღელავთ, ვარდისფერი შეფერილობის ნივთები აიღეთ. ვარდისფერი ადამიანს ამშვიდებს. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ დეპრესიის დაძლევაში ვარდისფერი ნივთები დაგეხმარებათ.

საჭმლის გემო და სუნი ფერზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგების თქმით, ზოგიერთი ადამიანი კერძის გასინჯვისგან თავს მაშინაც კი იკავებს, როდესაც საკვებს მისთვის უსიამოვნო ფერი აქვს. აღმოჩნდა, რომ ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელი გვეჩვენება, როდესაც ფორთოხლისფერი ჭიქიდან ვსვამთ და ყავას - ყავისფერი ჭიქიდან.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს